четверг, 22 января 2015 г.

.

სამოდელო  გაკვეთილის გეგმა


გაკვეთილის თემა
 შემაჯამებელი გაკვეთილი  თემაზე: კონტინენტები

გაკვეთილის  მეთოდი


.როლური თამაშები: ,,რა ,სად, როდის ?,,მიხედვით ; ინდივიდუალური  და ჯგუფური მუშაობა; კითხვა -პასუხის მეთოდი; თვალსაჩინოების მეთოდი.
სწავლების საფეხური კლასი
საშუალო  საფეხური- 8-ა  და 8-ბ კლასები
მოსწავლეთა რაოდენობა
     35 მოსწავლე
განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოსწავლეთა რაოდენობა და პროფილი
-----



ესგ-თან   კავშირი

გეო.VIII.1. მოსწავლეს შეუძლია გეოგრაფიული ინფორმაციის მოსაპოვებლად რუკის კითხვა და სხვა თვალსაჩინოების ანალიზი

·      განათავსებს ინფორმაციას კონტურულ რუკებზე და სხვა დამხმარე თვალსაჩინოებებზე;

.


გეო.VIII.2. მოსწავლეს შეუძლია განსაზღვრს გეოგრაფიული ობიექტების და ქვეყნების მდებარეობა რუკაზე.

·      იყენებს პოლიტიკურ რუკას და აღწერს პირობით ნიშნებს (ფერები, საზღვრები), რომლითაც ხდება ტერიტორიების (სახელმწიფოები, ცალკეული ადმინისტრაციული ერთეულები, დედაქალაქები) აღნიშვნა პოლიტიკურ რუკაზე;

·      საკოორდინატო ბადის გამოყენებით განსაზღვრავს სხვადასხვა გეოგრაფიული ობიექტის მდებარეობას, მათ შორის მანძილებსა და მიმართულებებს (მსოფლიოს მნიშვნელოვანი ქვეყნები და დედაქალაქები, საქართველოს რეგიონები და ადმინისტრაციული ცენტრები);~

·      იყენებს ატლასს და ახასიათებს ერთ-ერთ რეგიონს (მდებარეობა, საზღვრები, რელიეფი, ჰიდროგრაფიული ქსელი, ადმინისტრაციული ცენტრები);

გაკვეთილის მიზანი:
  გაიხსენონ:  კონტინენტების შესახებ ინფორმაციები

გაანალიზონ  ,შეადარონ: კონტინენტებზე მიმდინარე პროცესები

 შეძლონ: თვალსაჩინოების გამოყენება

განავითარონ უნარ-ჩვევები: თანამშრომლობი,აზრის არგუმენტირებულად ჩამოყალიბების,დამოუკიდებელი აზროვნების.
რესურსები:
.მსოფლიოს ნახევარსფეროების  ფიზიკური რუკა,
. მსოფლიოს პოლიტიკური რუკა, შეფასების სქემა-დაფაზე დაწერილი, ცარცი,დაფა, მარკერი, ფურცლები.
.2-ყუთი კითხვებით. ფოტოაპარატი,ნოუთბუქი,პროექტორი, .ფოტოსურათები-კონტინენტებზე pover-point-ში /-გამოსაცნობად./ რუკის ფრაგმენტები წინასწარ  შესრულებული  მოსწავლეების მიერ./ი.აბულაძე-8-ბ, რ.ბერიძე-8-ა/
აქტივობები






























შეფასება:






რეფლექსია:






თვითშეფასება:
.1 კვირით ადრე წინასწარ გამოვუცხადე შემაჯამებელი გაკვეთილის თემა.

.შესვენებაზე მოვახდინეთ საკლასო სივრცის განსაზღვრა.

.ზარის დარეკვისთანავე მოსწავლეთა სწრებადობის შემოწმება.

 .დაფაზე დავწერე დროის ლიმიტი და ვიქტორინის წესები. ---.შეფასების რუბრიკა- რომელი ეტაპი  რამდენ ქულიანია

. პირველ ეტაპზე გუნდები   ყუთიდან იღებენ კითხვებს და მოფიქრებისთვის თითო კითხვაზე  აქვთ მაქიმუმ 1 წუთი-- დრო/                  /კითხვების რაოდენობა-7-10   / 1კითხვა -1 ქულა/

.მეორე  ეტაპზე - გამოსაცნობი აქვთ რუკის ფრაგმენტები  უნდა ამოიცნონ ობიექტები; რომელი კუნძული თუ ნახევარკუნძულია /.2ქულა/
        
.მესამე ეტაპზე-გუნდის კაპიტნები ეჯიბრებიან ერთმანეთს./ -1 ქულა/

.მეოთხე ეტაპზე- კონტურულ რუკაზე უნდა დაიტანონ დასახელებული ქვეყნები- მაგ: საფრანგეთი./2ქულა/

.მეხუთე  ეტაპზე -კოორდინატების განსაზღვრა დასახელებული ქალაქების. /  3ქულა/

. ინდივიდუალური დახმარება შეუძლიათ მოსწავლეებს  თავისივე კლასის გუნდზე ./ყოველ ეტაპზე/


.დაფაზე წერია მიღებული  ქულები გუნდების მიხედვით, თან გუნდის წევრების გვარებიცაა დაფაზე მოცემული  ქულების რაოდენობით , მაგალითად: ბერიძე 1 ქულა.
.განმსაზღვრელი და განმავითარებელი გამარჯვებული გუნდი ფასდება 8-10 ქულამდე


მოსწავლეებმა შეაჯამეს გაკვეთილი, აღნიშნეს რომ ასეთი გაკვეთილები მათი ცოდნის  თავმოყრას ნიშნავს,  გამოცდილებას ღებულობენ ამდაგვარ ვიქტორინებში მონაწილეობისა.
დავალება მიეცათ სახლში თემა :,,რა გავიხსენე ან ვისწავლე ამ გაკვეთილზე?’’


 ვთვლი,რომ მიზანი მიღწეულია მოსწავლეებმა გამოავლინეს შესწავლილი მასალის ცოდნა, შეძლეს თვალსაჩინოებების გამოყენება,  გამოამჟღავნეს  თანამშრომლობის, აზრის დამოუკიდებლად ჩამოყალიბების უნარი.
    ბოლოს პროექტორი გამოირთო და იძულებული გავხდით ნოუთბუქით გვეჩვენებინა სლაიდები თემაზე: კონტინენტები /გამოსაცნობად/, რამაც დიდად არ შეგვიშალა ხელი.